ფრანგული ბანკი აშშ-ს 900 მილიონ დოლარს გადაუხდის

ფრანგული ბანკი Credit Agricole აშშ-ს 900 მილიონ დოლარს გადაუხდის სანქციების დარღვევის გამო.

„როიტერის“ ინფორმაციით, ფრანგულმა ბანკმა სანქციების რეჟიმი ირანთან და სუდანთან მიმართებაში დაარღვია.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯარიმის ღირებულებამ შესაძლოა 1 მილიარდ დოლარას გადააჭარბოს.

აშშ-ის ხელისუფლება Credit Agricole-ს აშშ-დან თანხის უკანონოდ გადარიცხვაში ადანაშაულებს. არსებული ინფორმაციით, თანხის უკანონო გადარიცხვა 2003 და 2008 წლებში მოხდა.

2009 წლიდან მოყოლებული აშშ-ის ჯარიმები ათობით საერთაშორისო, ძირითადად ევროპულ ბანკებს შეეხო. ჯარიმის თანხამ ამ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 14 მილიარდი დოლარი შეადგინა.