რუსული ბანკების მოგება რვაჯერ შემცირდა

2015 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში რუსული ბანკების შემოსავალმა 76 მილიარდი რუბლი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 592 მილიარდი რუბლი იყო. ამასთან, რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, აგვისტოს თვეში ორგანიზაციების ანგარიშებზე დეპოზიტები 7,6 პროცენტით, კერძოდ, 24 ტრილიონი რუბლით გაიზარდა, ფიზიკური პირების დეპოზიტები კი 3,5 პროცენტით (21 ტრილიონი რუბლით). რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, 2015 წლის ბოლოსთვის რუსეთის ბანკების მოგება 100 მილიარდ რუბლს მიაღწევს.