გაკოტრებული კომპანიები

ბოლო წლებში მსოფლიოში არსებული ფინანსური არასტაბილურობა კერძო პირების გარდა, რამდენიმე მსხვილ და ცნობილ კომპანიაზეც აისახა. გამოცემა "ფორბსი" ბოლო წლებში გაბანკროტებული კომპანიების ჩამონათვალს აქვეყნებს.

Mexx

ტანსაცმლის ცნობილმა მწარმოებელმა Mexx სამომხმარებლო ბაზარზე მოთხოვნის შემცირებას ვერ გაუძლო, რის შედეგადაც თავი ბანკროტად გამოაცხადა. 2014 წელს კომპანიამ კრედიტორებს ვალი ვერ გაუდაუხადა, რის გამოც ამსტერდამის სასამართლომ კომპანია გაკოტრებულად ცნო. Mexx ინდოელმა რატან ჩადხამ 1986 წელს დაარსა. 2001 წელს ინდოელმა ბიზნესმენმა კომპანია ამერიკულ Liz Claiborne-ს მიჰყიდა 264 მილიონ დოლარად. თუმცა, კომპანია თანდათან წამგებიანი გახდა. 2001 წლიდან მოყოლებული ის რამდენჯერმე გაიყიდა. გასულ წელს Mexx-მა თავი გაკოტრებულად ცნო. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მსოფლიოს მასშტაბით მაღაზიები მუშაობას გააგრძელებდნენ, ვიდრე პროდუქცია სრულად არ გაიყიდებოდა და კომპანიას ახალი მყიდველი არ გამოუჩნდებოდა. 2015 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ Mexx თურქულმა Eroglu Holding-მა შეიძინა და მის რებრენდინგს გეგმავს.

Malaysia Airlines

მალაიზიის ნაციონალური ავიაგადამზიდმა, კომპანია Malaysia Airlines-მა 2015 წლის დასაწყისში ტექნიკური გაკოტრების შესახებ განაცხადა. კომპანიას პრობლემები ჯერ კიდევ 2008 წელს დაეწყო. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი Malaysia Airlines-ის ფინანსურმა დანაკარგმა 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2014 წლის ივლისში Malaysia Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა ავიარეისს, დონეცკის ოლქში ჩამოაგდეს. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა - 298 ადამიანი დაიღუპა.

კომპანიის საქმიანობას საბოლოო წერტილი მარტში მომხდარმა ავიაკატასტროფამ დაუსვა, როცა უკვალოდ გაქრა კუალა-ლუმპური-პეკინის მიმართლებით მოძრავი Malaysia Airlines-ის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 227 მგზავრი და 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.

იარაღის მწარმოებელი კომპანია Colt

სამუელ კოლტის მიერ შექმნილი რევოლვერი იარაღის წარმოებაში ლეგენდარულ გამოგონებად ითვლება. თუმცა, 2015 წლის ივნისში კომპანია Colt Defense-მა გაკოტრების შესახებ გამოაცხადა,

დღეისათვის კომპანიის დავალიანება 355 მილიონ დოლარს შეადგენს. თუმცა, Colt-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფინანსური პრობლემები ხელს არ შეუშლით კონტრაქტის რეალიზებაში, რომლის მიხედვით 2017 წლამდე ამერიკის არმიას პისტოლეტები უნდა მიაწოდონ.

საფეხბურთო კლუბი „პარმა“

2015-2016 წლის საფეხბურთო სეზონს იტალიური კლუბი ახალი სახელწოდებით „პარმა კალჩო 1913“ სამოყვარული დივიზიონში გაატარებს. ამის მიზეზი გუნდის გაკოტრებაა, რომლის განაჩენიც 2015 წლის მარტში სასამართლომ გამოუტანა. განაჩენამდე რამდენიმე კვირით ადრე „პარმას“ პრეზიდენტი ჯანპიერტო მანეტი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. კლუბის დავალიანება 100 მილიონი დოლარია. „პარმას“ შეძენის მსურველი დღემდე არ გამოჩენილა.

სპორტული ავტომობილების მწარმოებელი Spyker

2014 წლის დეკემბერში ჰოლანდიის სასამართლომ ბანკროტად ცნო სპორტული მანქანების მწარმოებელი Spyker. 1999 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ არსებობის განმავლობაში მხოლოდ 300 ერთეული მანქანა გამოუშვა.