ირაკლი შიოლაშვილი მევენახეებს შეხვდა

გურჯაანის რაიონის გამგეობასთან აქცია მიმდინარეობს. მევენახეები კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან გამგეობასთან არიან შეკრებილი და ყურძნის არსებული ფასის მომატებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაშლას არ აპირებენ და ვენახების გაჩეხვით იმუქრებიან.

ადგილზე იმყოფებიან გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.  აქციაზე მივიდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილიც, რომელმაც გლეხებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასი არ შეიცვლება.

გლეხები ადგილზე პრემიერისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩასვლას ითხოვენ.