384 დევნილ ოჯახს ფართები დაუკანონდა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ 384 დევნილ ოჯახს დაუკანონდა ფართები, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"დღეს გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ 384 დევნილ ოჯახს ფართებს გადავცემთ, დავუკანონებთ და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემათ ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილის და ბატონ სოზარ სუბარის ერთობლივი მუშაობის შედეგად და დიდი მადლობა მათ. ჯამში, უკვე 10 000-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ფართები, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.