SONY XPERIA M5 სმარტფონი უკვე საქართველოშია

კორპორაცია SONY-მ უახლესი მოდელის სმარტფონის- SONY XPERIA M5 -ის პირველი პარტია საქართველოში უკვე შემოიტანა. "ტექნო ბუმის" ინფორმაციით, მათ, ვინც დიდი ხანია ელოდნენ ამ მოდელის ქართულ ბაზარზე შემოსვლას, მისი შეძენა დღეიდან მხოლოდ "ტექნო ბუმის" ქსელსა და "ჯეოსელის" მაღაზიებში შეეძლებათ. 

მოდელს - XPERIA M5 ( E5633) სხვა მოდელებთან შედარებით რამდენიმე გამორჩეული და განმასხვავებელი უპირატესობა აქვს.  ეს არის ამ დროისთვის ყველაზე ძლიერი 8 ბირთვიანი (თითო ბირთვი 2.0 გიგაჰერცი) პროცესორი კომპანია Mediatek — Helio X10, რომელსაც მხარს უმაგრებს 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, რაც უზრუნველყოფს ტელეფონის გამართულ და უხარვეზო მუშაობას და ასევე ყველაზე თანამედროვე თამაშებს. ტელეფონი აღჭურვილია ახალი თაობის 21.5 მეგაპიქსელიანი კამერით, რომელშიც ადაპტირებულია ჰიბრიდული ავტოფოკი. ეს საშუალებას იძლევა, მკაფიო სურათების გადაღება მოხერხდეს სულ რაღაც 0.2 წამის მეათედში. კომპანიის ინფორმაციით, ახალი თაობის კამერას შეუძლია ობიექტის 5-ჯერ მოახლოება მაღალი ხარისხის შენარჩუნებით. წინა პანელზე განთავსებულია 13 მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსირების მხარდაჭერით, რომელიც იძლევა საშუალებას, გადაიღოთ მაღალი ხარისხის სელფი, განახორციელოთ ვიდეოზარები SKYPE-ში, VIBER-სა და სხვადასხვა აპლიკაციაში.

მისი მახასიათებლები და დიზაინი მიმზიდველია ათობით ათასი ადამიანისთვის, რომლებიც SONY-ის ბრენდის მოყვარულები არიან და დღემდე მოუთმენლად ელოდნენ ახალი მოდელის გამოჩენას. ის გამოირჩევა ახალი გრაფიკული შესაძლებლობებით და XPERIA-ს სხვა მოდელების მსგავსად, უახლესი სმარტფონიც აღჭურვილია ნესტისა და მტვრისგან დაცვის სისტემით.