ლევან ლეფსვერიძე - Cannes Lions-ის ბრინჯაოს ლომის მფლობელი AdBlackSea-ზე

ლევან ლეფსვერიძე, Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი და თანამფლობელი, AdBlackSea -ის სემინარული პროგრამის ფარგლებში ისაუბრებს ახალგაზრდა კრეატორების მნიშვნელობაზე სარეკლამო ინდუსტრიაში. მისი თემა “Smells Like Team Spirit” ფესტივალის მონაწილეებს მოუთხრობს, რომ თინეიჯერებს შესაძლოა აკლდეთ გამოცდილება, მაგრამ გააჩნიათ უნარი, იპოვონ მოკლე გზა სასურველი შედეგის მისაღწევად.

ლევან ლეფსვერიძე ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კრეატიული დირექტორია საქართველოში. ლევანი თავისი დროის უმეტეს ნაწილს საკუთარ კრეატიულ სააგენტოს Leavingstone-ს უთმობს. 5 წლის შრომის შედეგად, ლევანმა თავის პარტნიორებთან ერთად მოახერხა შეექმნა რეგიონში ყველაზე აღიარებულ კრეატიული ციფრული სააგენტო. ლევანის კრეატიული დირექტორობის ქვეშ Leavingstone-მა მოიპოვა 17 ჯილდო საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალებზე, მათ შორის ბრინჯაოს ლომი Cannes Lions Festival-ზე, რომლის შედეგადაც Leavingstone პირველი ქართული სააგენტოდ იქცა, რომელმაც შეძლო კანის ფესტივალზე გამარჯვება.

კრეატიული სამუშაოს გარდა, ლევანი აქტიურადაა ჩართული ბიზნეს და მარკეტინგის საკონსულტაციო პროექტებში მცირე და საშუალო კომპანიების მხარდასაჭერად, აზიის განვითარების ბანკის პროგრამის ფარგლებში.  „მთავარია შედეგი და არა ცოდნა იმ გზებისა, რომლებსაც შედეგამდე მიყავხარ. დღეს გარემო უკვე ელვის სისწრაფით იცვლება, ამიტომ პროფესიონალურად გაწერილი სქემით მოქმედება ხშირ შემთხვევაში წამგებიანი ხდება. ამ გადმოსახედით, გონებაგახსნილ ბავშვებს აქვთ დიდი პოტენციალი იყვნენ წარმატებულები, ისე რომ არ დაჭირდეთ აპრობირებული მეთოდების დასწავლა. სწორედ ახალ თაობას გააჩნია უნარი მიაგნოს აქამდე არნახულ მოკლე გზას სასურველ შედეგამდე მისაღწევად.“ -ასეთი კომენტარი გაუკეთა ლევან ლეფსვერძემ თავის გამოსვლას AdBlackSea-ის სემინარული პროგრამის ფარგლებში.

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი AdBlackSea ტარდება ბათუმში 2015 წლის 24-27 სექტემბერს საქართველოს მთავრობისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით.

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AdBlackSea -ის მედია მხარდამჭერები არიან: Marketer.ge, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, Palitra tv, რადიო პალიტრა, Georgian Journal, CBW.ge, ABW.ge, ipress.ge, ibusiness.ge, Myvideo.ge, Flit Media - ჟურნალები EGO და EGO Men, მულტიმედია-ციფრული პლატფორმა ,,სტარვიზია", რადიო პოზიტივი, რადიო იმედი, ტელეკომპანია მაესტრო, საინფორმაციო სააგენტო Editori, Leavingstone, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.  რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AdBlackSea -ის მხარდამჭერები არიან: თელიანი ველი, ბორჯომი.

არ გამოტოვოთ, დარეგისტრირდით ფესტივალის საიტზე და გაიარეთ აკრედიტაცია: www.adblacksea.com

დამსწრეთა რეგისტრაცია გრძელდება 18 სექტემბრამდე. საქართველოს მოქალაქეებისათვის დასწრება უფასოა.  აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ სასემინარო პროგრამის სხვა მონაწილეებს, ისევე როგორც ფესტივალის განახლებად პროგრამას. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: pr@adblacksea.com (Elena)

R