გმირთა მოედნის ქვეშ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობა თითქმის შეუძლებელია

თბილისში, გმირთა მოედნის ქვეშ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობა თითქმის შეუძლებელია. მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაგუბებულია წყალი და მოქალაქეები წყალზე გადასვლას მხოლოდ ერთი პატარა ფიცრის მეშვეობით ახერხებენ. ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელი მთლიანად სავსეა ტალახით და წყალდიდობის შედეგად დატოვებული მორები კიდევ ადგილზე ყრია.  გადასასვლელებში ამ დრომდე დგას შლამისა და კანალიზაციის სუნი. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიწისქვეშა გადასასვლელებში მოქალაქეები ჩასვლისგან თავს იკავებენ.