რა უჯდებათ პირველკლასელის სკოლაში მიყვანა მშობლებს სხვადასხვა ქვეყნებში

რა უჯდებათ პირველკლასელის სკოლაში მიყვანა მშობლებს სხვადასხვა ქვეყნებში?

2015-2016 წლებისთვის რუსეთში სახელმწიფო სკოლის მოსწავლეების სახელმძღვანელოების ღირებულების ნახევარს ფარავს. რუსეთის განათლების სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, სკოლის მოსწავლეების მშობლები 5 000-დან 5 900 რუბლამდე გადაიხდიან სასკოლო წიგნებში. ეს ეხება დაწყებით კლასებს. მეხუთე კლასის სასწავლო სახელმძღვანელოები 74 100 რუბლი ღირს. მეექვსე კლასის მოსწავლეთა მშობლებს ოჯახის ბიუჯეტიდან 67 000 რუბლის გამოყოფა მოუწევთ. ყველაზე ძვირი უფროსკლასელების სახელმძღვანელოები ჯდება. მეათე კლასისთვის თანხა 92 900 რუბლია, მეთერთმეტე კლასისთვის 97 900 რუბლი.

სახელმძღვანელოების ფულის გადახდა აუცილებელია პირველ ოქტომბრამდე. მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ფასები ნახევრდება. ბოლომდე გადასახადიდან თავისუფლდებიან ობოლი, შშმპ, სიმსივნით და ტუბერკულოზით დაავადებული და სხვა კატეგორიის ჯგუფებს მიკუთვნებული მოსწავლეები. მოსკოვში ყველაზე ძვირად ღირებული სკოლა რუბლევა-უსპენსკის გზატკეცილზე მდებარეობს. 11 წლიანი სწავლის მანძილზე მოსწავლეების მშობლები 13 მილიონ რუბლს იხდიან. ფიქსირებული გადასახადის გარდა მშობლები იხდიან პირველად შენატანს 1,2 მილიონი რუბლის ოდენობით და სხვა დამატებით ხარჯებს.

თათრეთის რესპუბლიკაში მშობლები 10 000 რუბლს იხდიან სკოლის ფორმაში და საკანცელარიო ნივთებში.

ამას შემდეგ მოყვება სხვა ხარჯები, მათ შორის თავად სწავლის წლიური გადასახადი.

დიდ ბრიტანეთში საშუალოდ საჯარო სკოლაში ბავშვის მიყვანა წელიწადში 1 614 ფუნტი სტერლინგი ჯდება. ფასები ასეა გადანაწილებული: ტრანსპორტირება 379 ფუნტი, სკოლაში საუზმის ფული 369 ფუნტი, სკოლის გარეთ ბავშვებზე მეთვალყურეობის გადასახადი 558 ფუნტია, სკოლის ფორმა 108 ფუნტი, ფეხსაცმელი 78 ფუნტი, სახელმძღვანელოები 63 ფუნტი, სპორტული ფორმა 59 ფუნტი, რაც ჯამში შეადგენს 1 614 ფუნტს.

ამერიკაში კერძო სკოლაში სწავლების საფასური საშუალოდ 15 945 დოლარიდან 27 302 დოლარამდე მერყეობს წელიწადში.

სახელმწიფო სკოლებში სწავლა უფასოა, მაგრამ უფასოდ სწავლებაც საბოლოოდ ფასიანი გამოდის, რადგან სხვადასხვა შიდა გადასახადების გამო, საბოლოოდ მშობელს 1000 დოლარის გადახდა მაინც უწევს ერთ სასწავლო სეზონზე.

უფასოა სწავლა საფრანგეთსა და გერმანიაში. შოტლანდიაში სწავლა უფასოა ეთნიკურად შოტლანდიელებისათვის და დიდი ფასდაკლებებია ევროპელი მოსწავლეებისთვის. აგრეთვე უფასოა სწავლა საბერძნეთსა და არგენტინაში, მათ შორის არა მხოლოდ სკოლებში, არამედ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებშიც. დანიაც უფასოდ სთავაზობს თავის მოქალაქეებს განათლების მიღებას, შვედეთში უფასო იყო სწავლა უცხოელებისთვისაც, მაგრამ უახლოეს წარსულში სისტემა შეიცვალა და უცხოელთათვის სწავლა ფასიანი გახდა.

AMBEBI.GE