„სოკარი“ საქართველოს მოსახლეობისთვის გაზს არ გააძვირებს

კომპანია „სოკარი“ საქართველოს მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის გაზრდას არ გეგმავს. ამის შესახებ კომპანია SOCAR Energy Georgia-ს ხელმძღვანელმა მახირ მამედოვმა განაცხადა.

აზერბაიჯანული trend.az-ის ინფორმაციით, მემედოვის განცხადებით, „სოკარსა“ და საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციას შორის დადებული კონტრაქტი გაზის მოხმარების ყველა სოციალურ სახეობას ეხება.

„ეს კონტრაქტი ასევე არეგულირებს ტარიფს ბუნებრივ გაზზე. უახლოეს მომავალში ჩვენს შორის დადებული კონტრაქტის გადახედვა არ იგეგმება. რაც შეეხება გაზის კომერციულ ტარიფს, საქართველოს ეროვნული ვალუტის დევალვაციასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ტარიფის გადახედვას. თუმცა, მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - განაცხადა მახირ მამედოვმა.

SOCAR Georgia Gas-ის კომერციული კლიენტებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური ერთ კუბურ მეტრზე 0,84 ლარს შეადგენს.