"ლიბერთი ბანკის" მენეჯმენტში ცვლილებები იგეგმება

„ლიბერთი ბანკის“ მენეჯმენტში 1-ლი ოქტომბრიდან ცვლილებები იგეგმება. გავრცელებული ინფორმაცია ამის თაობაზე bpn-ს „ლიბერთი ბანკში“ დაუდასტურეს.

ოქტომბრიდან „ლიბერთი ბანკის“ აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ხოროშვილი ბანკის გენერალური დირექტორის პოსტს დაიკავებს.

ალექსი ხოროშვილი "ლიბერთი ბანკს" 6 წლის წინ შეუერთდა და ამ ხნის განმავლობაში აუდიტის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ამჟამად გიორგი არველაძეა, რომელიც ბანკს ორი წლის წინ ჩაუდგა სათავეში. ლადო გურგენიძე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელ თავმჯდომარედ რჩება.