ბათუმში კაზინოების საერთაშორისო ქსელი XO შემოდის

ბათუმის ახალ ბულვარში კაზინოების საერთაშორისო ქსელი XO შემოდის. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგიონში კიდევ ერთი მსხვილი ინვესტიცია ხორციელდება, რაც სათამაშო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

საერთაშორისო კომპანია XO-ში 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ობიექტი "მეტრო სითის" ტერიტორიაზე, 2800 კვ.მეტრზე განთავსდება. საიჯარო ხელშეკრულება 15 წლიანი იქნება. კაზინოს მშენებლობა წელს დაიწყება და 2016 წელს დასრულდება.