რომელ ქვეყნებს ირჩევენ ქართველი წყვილები თაფლობის თვისთვის

რომელ ქვეყნებს ირჩევენ წყვილები საქორწინო მოგზაურობისათვის?

ტუროპერატორების ინფორმაციით, საქორწინო მოგზაურობისათვის ქართველი წყვილები

საკმაოდ აქტიურად ირჩევენ საბერძნეთს, იტალიასა და ჩეხეთს.

"წელს საქორწინო მოგზაურობისთვის საკმაოდ აქტიურად ირჩევდნენ იტალიას, საბერძნეთსა და სხვათა შორის, პრაღასაც. ქართველ ტურისტებს ყველაზე მეტად მოსწონთ ის ფაქტი, რომ საქართველოდან გადიან და რაც მთავარია, მომსახურების ხარისხი, რაც ჩვენთან ნამდვილად არ არის. მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტიც არ არის იმაზე მაღალი, ვიდრე ჩვენს ქართულ კურორტებზე. მაგალითად, მაისის თვეში მოქმედებდა აქცია - ტურები 130 დოლარად. ამ ფასად საქართველოში 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენებაზე ოცნებაც კი არ შეიძლება. ერთადერთი შემთხვევა, როცა ჩვენი ტურისტები წასულან საქართველოს რომელიმე კურორტზე, იყო ის, რომ ავიაბილეთები ვერ ნახეს სასურველ რიცხვებში ან ფასი იყო ძალიან მაღალი, იქიდან გამომდინარე, რომ აგვისტოს თვეში მოთხოვნა, როგორც წესი, გაორმაგებულია",- განაცხადა ერთ-ერთი ცნობილი ტუროპერატორი კომპანიის მენეჯერმა სალომე გორგოძემ.

AMBEBI.GE