უკრაინის პროკურატურა ყირიმის ღვინის ქარხნის წინააღმდეგ ბრალდებებს ამზადებს

უკრაინის პროკურატურა ყირიმში მდებარე ღვინის ქარხნის წინააღმდეგ ბრალდებებს ამზადებს. უკრაინული მედიის ცნობით, ქარხანას რუსეთის პრეზიდენტისა და იტალიის ყოფილი პრემიერის ვიზიტის დროს 240 წლის წინანდელი ღვინის ბოთლის გახსნაში ადანაშაულებენ, რაც უკრაინული სამართალდამცავი სტრუქტურის განცხადებით, დანაშაულია. როგორც უკრაინის პროკურატურაში განმარტავენ, ღვინო, რომელიც ვლადიმერ პუტინმა და სილვიო ბერლუსკონიმ ღვინის ქარხანაში სტუმრობისას დალიეს, უკრაინის მთავრობის საკუთრება იყო მანამ, ვიდრე რუსეთი ყირიმის ანექსიას მოახდენდა.

იტალიის ყოფილი პრემიერი რამდენიმე დღით ყირიმის ნახევარკუნძულს გასულ კვირას ეწვია. ღვინის ქარხანა ვლადიმერ პუტინმა დაათვალიერებინა. პუტინსა და ბერლუსკონის დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.