მესტიის ყოფილი რეზიდენციის პრივატიზაციაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

მესტიის ყოფილი რეზიდენციის პრივატიზაციაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ ავრცელებს.

"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ აქტიურად მუშაობს ინვესტორებთან საპრივატიზებო ობიექტების გასხვისების კუთხით. ამ ეტაპზე სააგენტოს მიერსაინვესტიციო პირობებით პრივატიზებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 8 მსხვილი ობიექტი, რომელთა პრივატიზებიდან შემოსული თანხა 47 850 800 აშშ დოლარსა და 2058000 ლარსშეადგენს. ამასთან, გარდა ზემოთ ხსენებული საპრივატიზებო საფასურისა ინვესტორებმა აიღეს ვალდებულება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე განახორციელონ მინიმუმ 72 760 000 აშშ დოლარის და 30 000 000 ლარის ინვესტიცია.

წარმოგიდგენთ 2015 წლის თებერვლიდან დღემდე სააგენტოს მიერ გასხვისებულ მსხვილი ობიექტების ჩამონათვალსა და შესაბამის ინფორმაციას.

1. ქ. თბილისში, ბაღდადის ქუჩაზე მდებარე, ნაკვეთი 23/043 და 23/040-ში მდებარე 26295 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.17.12.023.044) პირდაპირიმიყიდვისფორმით, 2 900 000 (ორი მილიონ ცხრაასი ათასი) აშშ დოლარად საკუთრებაში გადაეცაშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ლუქსორს“ (საიდენტიფიკაციო კოდი N406132929).

შემდეგი საინვესტიციო პირობით:

• „ხელშეკრულების“ გაფორმებიდან არა უმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, უზრუნველყოს „ქონებაზე“ ან/და მის ნაწილზე მრავალფუნქციური (მათ შორის, საცხოვრებელი) დანიშნულების შენობა/ნაგებობ(ებ)ის სამშენებლო/სარეკონსტრუქციო, აგრეთვე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების წარმოება;

• ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში, არანაკლებ 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

2. ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირი N60-ში მდებარე (ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო) 582.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1-№3 საერთო ფართობით 655,38 კვ.მ. და ნაგებობა №2 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.16.05.013.049); ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. №60ა, ნაკვეთი 13/043 / ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. №60-ში მდებარე 8350.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 და №3 საერთო ფართობით 5332,84 კვ.მ., №2, №4, №5 და №6 საერთო ფართობით 813,05 კვ.მ., №7, №8 - საერთო ფართით 3034.26 კვ.მ. (მ/შ I სართული 1087.82 კვ.მ., II სართული 1209.14 კვ.მ.,III სართული 737.3 კვ.მ.) და №9 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.16.05.013.055) და ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. №60ა, ნაკვეთი 13/043 /დავით აღმაშენებლის გამზ. №60-ში მდებარე 11701.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 – 121.57 კვ.მ., №2 – 592.60 კვ.მ., №3 – 8.04 კვ.მ., №4 – 90.71 კვ.მ., №5-№6 - 290.45 კვ.მ., №7, №8, №9, №10, №11 – 23.14 კვ.მ., №12, №13 - მშენებარე, №14 და №15 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.16.05.013.054) პირდაპირიმიყიდვისფორმით, 4 000 000 (ოთხი მილიონი) აშშ დოლარად საკუთრებაში გადაეცაშპს „აღმას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: N405040548).

შემდეგი საინვესტიციო პირობით:

• ინვესტორმა 31 თვისა და 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის “STR chain” მასშტაბის კატეგორიის მქონე, არანაკლებ 200 ოთახიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსადა გასართობი ცენტრის შექმნა;

• არაუმეტეს 44 თვისა და 15 დღის ვადაში უზრუნველყოს „Grade-A“კატეგორიის არანაკლებ 10 000 კვ.მ. სამშენებლო ფართის მქონე საოფისე შენობის მშნებლობა;

• 44 თვისა და 15 დღის ვადაში უზრუნველყოს არანაკლებ 57 760 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;

3. ქ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N13-ში მდებარე 55976.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: N 01-13270.84 კვ.მ, (მ.შ.სარდაფი-1020.8 კვ.მ, 1-ლი სართული-3372.09 კვ.მ, მე-2 სართული-3684.97 კვ.მ, მე-3 სართული-3074.24 კვ.მ, მე-4 სართული-2118.74 კვ.მ,) N 02-454.06 კვ.მ,(მ. შ 1-ლი სართული-246.27 კვ.მ, მე-2 სართული-207.79 კვ.მ) N 03-177.8 კვ.მ, N 04-306.21 კვ.მ, N 05-(ნანგრევები), N 06-202,5 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.08.32.091) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარად საკუთრებაში გადაეცა შპს „ქეი ბი ფი თბილისს“.

შემდეგი საინვესტიციო პირობით:

• ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 წლის ვადაში არანაკლებ 100 ნომრიანი 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს შექმნა.

4. ქ. ბათუმი, ნინოშვილი/ჟღენტის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება (ბათუმი თაუერი) 4504.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული N01/36 მშენებარე შენობა-ნაგებობა, ამავე შენობაზე განთავსებული მოძრავი ქონება, კერძოდ, ,,მიმოხილვის (სათვალთვალო) ბორბალი“ და 740 კვ.მ გარე გამოყენების ლედ-მედია ეკრანის (Palami-Media NET- 50/50). აღნიშნული უძრავი ქონება 25 004626 აშშ დოლარად შეიძინა შპს ბათუმი თაუერმა.

შემდეგი საინვესტიციო პირობით;

• ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში „ქონების“ ბაზაზე სასტუმრო კომპლექსისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის (მათ შორის სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, გასართობი ობიექტები და სხვა) შექმნისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების მშენებლობის/რეკონსტრუქციის და მისი მოწყობა-აღჭურვის წარმოების პროცესში პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

• პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, უზრუნველყოს „ხელშეკრულების“ გაფორმებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში „ქონების“ ბაზაზე არანაკლებ 4 (ოთხი) ვარსკვლავიანი და არანაკლებ 100 (ასი) ნომრის მქონე სასტუმროს შექმნა;

5. ქ. თბილისში ჭანტურიას ქუჩა N12-ში მდებარე შენობა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტროა განთავსებული. უძრავი ქონების მიწის საერთო ფართი შეადგენს 4210.00 კვ.მ-ს, ხოლო მასზე განთავსებული შენობის ფართი - 9 928 კვ. მ-ია.ს. აღნიშნული უძრავი ქონება 9 450 000 აშშ დოლარად შეიძინა სს Hualing international special economic zone–მა .

შემდეგი საინვესტიციო პირობით:

• საპრივატიზებო თანხის, 9 450 000 (ცხრა მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის, გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულების თარიღიდან (26.06.2015 წელი) 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

• გადაცემულ ქონებაზე პირადად ან მესამე პირის მეშვეობით 2016 წლის პირველი იანვრიდან არა უმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში არანაკლებ 100 (ასი) ნომრიანი სასტუმროს შექმნა და ფუნქციონირების დაწყება.

• ელექტრონული აუქციონის დასრულების თარირიდან 2015 წლის 31 (ოცდათერთმეტი) დეკემბრის ჩათვლით გადაცემული ქონებით გამყიდველისა და მის მიერ განსაზღვრული პირების მიერ უსასყიდლოდ სარგებლობის უზრუნველყოფა

6. ქალაქ თბილისში, დ. აბაშიძის ქუჩა N17/4 -ში მდებარე 7823.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8 და N9 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობები 3555000 აშშდოლარადშპს „PASHA დეველოპმენტ“-მაშეიძინა.

შემდეგი საინვესტიციო პირობით:

შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდა ნარაუმეტეს 48 თვის ვადაში, საპრივატიზებო ქონებაზე სასტუმროს (არანაკლებ 150 ნომრიანი) ან/და სავაჭრო/კომერციული/საოფისე დანიშნულების შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობა/რეკონსტრუქცია და კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება.

7. ქალაქი თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირ N91-ში მდებარე მეორე სართულზე მდებარე325.59 კვ.მ. და მესამე სართულზე მდებარე 339.31 კვ.მ. ფართი და მათზე წილობრივად დამაგრებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაყიდული იქნა 1050000 ლარად.

8. ქალაქთ ბილისში, ბაღდადის ქუჩაზე (ნაკვეთი 23/050) მდებარე 1840.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 (ნანგრევი)გაყიდული იქნა 1008000 ლარად.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაინტერესებულ მხარეებთანწყნეთის ყოფილ სამთავრობო აგარაკების, მესტიის ყოფილ პრეზიდენტის რეზიდენციის, აღმაშენებლის 138–ში მდებარე უძრავ ქონების, ლერმონტოვის 10- ში მდებარე უძრავი ქონების, ბორჯომ–ლიკანის ყოფილირეზიდენციის (გარდა სასახლისა),და„სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის", ასევე წყალტუბოში მდებარე ოთხი სანატორიუმის თაობაზე. აღნიშნული ობიექტები შეფასებულია და მომზადებულია საპრივატიზებოდ. "- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.