"ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაქურდეს

სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. "გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. შემთხვევის დეტალები საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი", - განმარტავენ შსს-ში.

ბანკის ოფისი წუხელ, გვიან ღამით გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია სეიფი და თანხა. ოფისი გატეხილი დღეს დილით თანამშრომლებმა აღმოაჩინეს.