რუსთავის ავტობაზრობას აუქციონზე მყიდველი კვლავ არ გამოუჩნდა

რუსთავში ავტობაზარობა AutoPapa, რომელიც ერთი თვის წინ მეორედ გაიტანეს აუქციონზე, კვლავ ვერ გაიყიდა.

ივლისში გამოცხადებულ აუქციონთან შედარებით, მეორე ჯერზე ავტობაზრობის ფასი 30 მილიონი დოლარი 26,980 მილიონ დოლარამდე შემიცრდა, თუმცა ავტობაზრობის შეძენის მსურვილი არც ამჯერად გამოჩნდა.

„ფასის შემცირების მიუხედავად, „ავტოპაპას“ შეძენის მსურველი არ გამოჩნდა. გაყიდვის ყველა ვარიანტს განვიხილავთ - როგორც კომპანიის წილის გაყიდვის, ასევე ობიექტის სრულად გაყიდვის“, - განაცხადა რუსთავის ავტობაზრობის გენერალურმა დირექტორმა ევგენი უსტინოვმა.

აუქციონზე გასაყიდად რუსთავის ავტობაზრობა 3 ივლისს გამოიტანეს. კომპანიის საწყისი ფასი 30 მილიონი დოლარი იყო.

AutoPapa საქართველოში წარმოდგენილია რამდენიმე კომპანიით, მათ შორისაა, შპს "მიკადო ჯორჯია", შპს "რუსთვის ავტობაზრობა" კომერციულ პროექტებთან ერთად, ავტობაზრობის ოპერაციული მართვა, შპს "რუსთავ ტერმინალ პლიუსი" და შპს რუსთავ კომფორტი სასტუმრო კომპლექსის ოპერაციული მართვა, კვების ობიექტებთან ერთად. ბიზნეს ჯგუფის საბაზრო ღირებულების დიაპაზონი განისაზღვრა 41,7-დან 54,1 მილიონ ლარამდე. როგორც მეჯემენტი აცხადებს, ავტობაზრობა მისი მფლობელისთვის, უკრაინული "პრივატბანკისთვის" არაპროფილური ბიზნესი იყო. კომპანია ამ ეტაპზე გეგმავს კონცენტრირებას მხოლოდ თავის ძირითად საქმიანობაზე და ბიზნესის გაყიდვის სურვილიც ამიტომ გაუჩნდა.