ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის "სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე" მოსკოვში დღეს იმსჯელებენ

მოსკოვში დღეს, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოქმედ ე.წ. სამთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომა გაიმართება. ამის შესახებ "ტასი" ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

შეხვედრას რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ხლოპონინი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე დომენტი კულუმბეკოვი დაესწრებიან. უწყების ცნობით, მხარეები სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში არსებულ საკითხებს განიხილავენ.