ქართული პროდუქცია საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზეა წარდგენილი

პოლონეთის ქალაქ პოზნანში, 21 სექტემბერს, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. მასში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "მეწარმეობის განვითარების სააგენტოს" ორგანიზებითა და ხელშეწყობით სურსათის მწარმოებელი ქართული კომპანიები მონაწილეობენ.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე, საქართველოს სტენდზე წვენების, თხილის, მინერალური წყლისა და ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიების პროდუქცია განთავსდა.  მათივე განმარტებით, გამოფენაში მონაწილეობენ შემდეგი კომპანიები: "არომაპროდუქტი", "კულა", "ნატექსი/ნატსჯი", "საგა-2008", "Anka Fair trade", "აერ კომპანი","Wine man", "წყალი მარგებელი".

"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "მეწარმეობის განვითარების სააგენტო" სისტემატურად ეხმარება ქართულ კომპანიებს, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო მნიშვნელობის სასურსათო გამოფენებში. ამით ხელი ეწყობა როგორც საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზებას უცხოეთში, ასევე ყალიბდება სათანადო პლატფორმა ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების მიმართულებით.

"Polagra Food 2015" საკვები და სასმელი პროდუქტების სექტორში ერთ-ერთი მსხვილმასშტაბიანი ღონისძიებაა, რომლის საგამოფენო სივრცე 65 000-ზე მეტ ვიზიტორსა და 45 სხვადასხვა ქვეყნიდან 1 300-ზე მეტ მონაწილე კომპანიას აერთიანებს, რომელთა შორისაც გადაწყვეტილებათა მიმღებთა (დეცისიონ-მაკერს) სახით წარმოდგენილია კომპანიები: Aldik, Alma, API Market, Auchan, BAĆ-POL, Carrefour, Chata Poska, Czerwona Torebka, Delikatesy Centrum, Delikatesy Zielony koszyk, Dino, E. Leclerc, Eko, Emperia, EPI Market, Euro Sklep, Eurocash, Grupa Chorten, Grupa PASSA, Hitpol, Intermarche, Jeronimo Martins, Kaufland, Kolporter, LD Holding, Lewiatan, Lidl, Makro, Małpka, Netto, Piotr i Paweł, POLOmarket, Przyjazny Sklep, RABAT Detal, Selgros, Sieć Sklepów Poziomka, Słoneczko, Spar, Grupa Kapitałowa Specjał, Społem, Stokrotka, Tesco, Topaz, Zielony Market, Żabka Polska და სხვა", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

საერთაშორისო გამოფენა "Polagra Food 2015" 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.