რუსეთმა ე.წ.სამხრეთ ოსეთის დაფინანსება წელს 700 მილიონი რუბლით გაზარდა

2015 წელს რუსეთმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისთვის ფინანსური დახმარება 700 მილიონი რუბლით გაზარდა. როგორც "ტასი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრ ხლოპონინმა, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში მოქმედ სამთავრობოთაშორის სხდომაზე განაცხადა.

"წელს დაფინანსების მოცულობა 700 მილიონი რუბლით გაიზარდა და ჯამში 3,6 მილიარდი რუბლი შეადგინა", - განაცხადა ხლოპონინმა.