მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ საპარტნიორო ფონდის ახალ ხელმძღვანელს პრემიერი დღეს წარადგენს

მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალურად ადასტურებენ, რომ საპარტნიორი ფონდის ახალ ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დღეს წარადგენს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძის შემცვლელს პრემიერი 18:00 საათზე დაასახელებს. ჯერჯერობით არ სახელდება, ვინ იქნება საპარტნიორო ფონდის ახალი ხელმძღვანელი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ პოსტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე დაიკავებს. ირაკლი კოვზანაძე რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკიდან გამოყოფილი საზედამხედველო სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ დამტკიცდა.