რაში ხარჯავს მილიარდებს დონალდ ტრამპი (+ფოტო)

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის შემთხვევაში პრეზიდენტის ხელფასზე უარს იტყვის.

„ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის ქონება 4 მილიარდი დოლარია. თუმცა, დონალდ ტრამპის მიერ, საპრეზიდენტო კანდიდატის რანგში შევსებული დეკლარაციის თანახმად, 10 მილიარდი დოლარია.

გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, ტრამპი რამდენიმე სახლს ფლობს, მათ შორის მანჰეტენსა და პალმ ბიჩზე და ყველა მათგანში სულ მცირე, ერთი ნივთი არის მოოქროვილი.

გამოცემის ცნობით, ოქროთი და ბრილიანტით მოოჭვილი კარი ამშვენებს ტრამპის პენტჰაუზს.

„დაღლილობის ჟამს, ტრამპი 100 მილიონ დოლარად შეძენილ „ბოინგ 757"-ში ჯდება და ისე ცდილობს, განტვირთვას. ბოინგში კი, რა თქმა უნდა, სავარძლებზე ოქროს ღვედებია დამაგრებული“, - წერს „ბიზნეს ინსაიდერი“.

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპის რამდენიმე ავტომობილს შორის არის 1997 წელს გამოშვებული „ლამბორგინი დიაბლო“ და Mercedes-Benz SLR McLaren.

1985 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა პალმ ბიჩზე 10 მილიონ დოლარად შეიძინა მამული, სადაც შემდეგ კერძო ავტოკლუბი მოაწყო. სახლში კი 58 საძინებელი, 33 სააბაზანო, 12 ბუხარი და სამი მიწისქვეშა თავშესაფარია. 2005 წელს ტრამპის ვაჟმა სწორედ აქ გადაიხადა ქორწილი.

1995 წელს ტრამპა 7,5 მილიონ დოლარად შეიძინა უძრავი ქონება ბრედფორდში. უზარმაზარ ტერიტორიაზე ტრამპს გოლფის მოედნის მოწყობა უნდოდა, თუმცა ადგილობრივებმა ამის უფლება არ მისცეს.

„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, 24-კარატიანი ოქროთია მოოჭვილი ამერიკელი მილიარდერის მოტოციკლი.

დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ბოლო, ძვირადღირებული შენაძენი 2011 წელს, 6,5 მილიონ დოლარად შეძენილი მამული და 6,2 მილიონ დოლარად შეძენილი ვენახია. კერძო სახლი 45 ოთახისგან, კინოთეატრისგან, საჯინიბოსგან, მწვანე სახლისა და სტუმრებისთვის განკუთვნილი კოტეჯებისგან შედგება.

და ბოლოს, მიმდინარე წელს დონალდ ტრამპმა 750 ათასი დოლარი დახარჯა საკუთარი მოოქროვილი ვერტმფრენის Sikorsky S-76-ის განახლებისთვის.

იხილეთ ფოტოგალერეა