წლის დასაწყისიდან ევროპაში ხმელთაშუა ზღვის გავლით 488 ათასზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. აღნიშნულ სტატისტიკას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.
არსებული მონაცემებით, 257 ათასი ადამიანი ევროპაში საბერძნეთის გავლით ჩავიდა, აქედან 175 000 - სირიელია. როგორც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ბევრი დევნილისთვის ხმელთაშუა ზღვით მგზავრობა ტრაგიკულად მთავრდება. წლის დასაწყისიდან, ასეთი მგზავრობის შედეგად 2 873 ადამიანი დაიღუპა.