აზერბაიჯანი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას არ გამორიცხავს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის განცხადებით, აზერბაიჯანი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ აზერბაიჯანელმა მინისტრმა სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადა.

„არასოდეს თქვა არასოდეს“, - აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანის ევრაზიული ბლოკის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებაშია დაინტერესებული.

რამდენიმე ხნის წინ ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი, ირანი, ინდოეთი და მონღოლეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ. თურქეთმა კი კავშირთან სავაჭრო შეთანხმების დადების სურვილი გამოთქვა.

ევრაზიული ეკონომიკური კავშირი რუსეთს, ბელორუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და სომხეთს აერთიანებს.