ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიაში საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიაში საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტოკიოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "JATA 2015" ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად Caucasus Travel, Georgian DMC, Visit Georgia, Concord Travel, Explore Georgia  მონაწილეობდნენ. მათივე ინფორმაციით, ტოკიოს რიგით 27-ე საერთაშორისო გამოფენას 141 სახელმწიფოს 1161 ორგანიზაცია მონაწილეობდა, გამოფენას 173602 სტუმარი დაესწრო. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა-ბაზრობა 24-27 სექტემბერს გაიმართა. გამოფენას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტოკიოში შეხვედრები გამართა იაპონიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტთან, ნაციონალური ავიაგადამზიდავი კომპანიის პრეზიდენტთან და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან.