"ვისოლი", "სმარტი" და "დანკინ დონატსი" წამახალისებელ აქციას იწყებენ

"ვისოლ ჯგუფმა" ერთგული მომხმარებლისთვის აქცია დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან, "ვისოლ ჯგუფი" "ვისოლსა" და "სმარტში" ყოველი 50 ლარის შენაძენზე საჩუქრად გასცემს უგემრიელესი დონატის ერთ ვაუჩერს ამერიკული რესტორნების ქსელის "დანკინ დონატსისგან". აქცია თბილისში, გორსა და წყნეთში არსებულ "ვისოლისა" და "სმარტის" ქსელში ვრცელდება და ერთგულებისათვის მომხმარებლის წახალისებას ისახავს მიზნად.

"ვისოლ ჯგუფისთვის" საამაყოა ის, რომ ყოველდღიურად 120 000-ზე მეტი ადამიანი "ენდობა ხარისხს", რომელსაც "ვისოლი", "სმარტი" და "დანკინ დონატსი" ქმნიან. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომლებიც ყოველდღიურად "ვისოლის" მიერ შეთავაზებული "ეკოს" უმაღლესი ხარისხის საწვავით მგზავრობენ, გრძნობენ "ხარისხს დეტალებში" სუპერმარკეტების ქსელ "სმარტში" და "დანკინ დონატსის" ხშირი სტუმრები არიან. გვსურს თითოეული მათგანი წავახალისოთ და გემრიელი საჩუქარი გადავცეთ ერთგულებისათვის",- აცხადებს "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.