იან კელი: "რუსთავი 2"-ის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს მინისტრებთან და პარლამენტის წევრებთან

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს შეხვედრებზე მინისტრებთან და პარლამენტის წევრებთან, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, უჩნდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კითხვები "რუსთავი 2"-ის თემასთან დაკავშირებით.

"ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიის დამოუკიდებლობას, აზრის გამოხატვის თავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, იყოს პლურალისტული მედიაგარემო. არ გვსურს, ვიხილოთ პლურალისტული მედიაგარემო შეზღუდული. ჩვენ განვაგრძობთ თვალყურის დევნებას. საქართველოში ვიმყოფები ორი კვირაა. ამ კითხვას ჩვენ ვსვამთ, გვქონდა შეხვედრები მინისტრებთან, პარლამენტის წევრებთან და ეს ისეთი თემაა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ.