ევროკავშირი კონტრაბანდისტებთან ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს

ევროკავშირი კონტრაბანდისტებთან ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს. დღეიდან ევროკავშირის სამხედრო ხომალდები ხმელთაშუა ზღვაში ოპერაციას, სახელწოდებით "სოფია" ჩაატარებენ, რომლის ფარგლებშიც დააკავებენ მიგრანტების უკანონოდ გადაყვანაში ჩართულ პირებს, მათ ნავებს კი ჩაძირავენ.

ევროკავშირის ერთობლივი ოპერაციის პირველი ეტაპი 22 ივნისს დაიწყო და საერთაშორისო წყლებში საზღვაო და საჰაერო ძალების მობილიზებას, ინფორმაციის მოპოვებისა და მონიტორინგის მიზნით ითვალისწინებდა.

წლის დასაწყისიდან ევროკავშირში 500 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.