"თიბისი ბანკი" ხვალ განახლებულ იპოთეკურ ცენტრს წარადგენს

"თიბისი ბანკი" ცენტრალურ ოფისში, ხვალ სტუმრებს განახლებულ იპოთეკურ ცენტრს წარუდგენს. "თიბისი ბანკის" ინფორმაციით, კომფორტულ გარემოსთან ერთად ახალ იპოთეკურ ცენტრში მომხმარებელს შეთავაზებების უფრო ფართო და მრავალფეროვანი არჩევანი დახვდება. მათივე ინფორმაციით, ცენტრში საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილი სამშენებლო პროექტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მათმა რიცხვმა 51-ს მიაღწია. ამჟამად იპოთეკურ ცენტრში სულ 1575 გასაყიდი ბინაა წარმოდგენილი.

"თიბისი ბანკის" იპოთეკურ ცენტრში ბინის შეძენის პროცესი ბევრად უფრო მარტივი და მოსახერხებელია. მომხმარებელს შეუძლია გაიმარტივოს ბინის შეძენის პროცესი, ერთ სივრცეში მიიღოს ინფორმაცია მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე, ისარგებლოს კონსულტანტის რჩევებით, შეარჩიოს მისთვის სასურველი სამშენებლო პროექტი და მიიღოს საუკეთესო პირობები იპოთეკურ სესხზე. მომსახურების გამარტივების მიზნით, მომხმარებლისთვის შეიქმნა იპოთეკური ცენტრის ვებგვერდიც. (http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/mortgage-center-projects). დღეიდან, დაინტერესებულ პირებს იპოთეკურ ცენტრში მისვლის გარეშე, ყველა მიმდინარე სამშენებლო პროექტზე დეტალური ინფორმაციისა და ფოტომასალის ნახვა ონლაინ შეუძლიათ. ხოლო მათ, ვისაც დამატებითი ინფორმაციის მიღება სურს, იპოთეკური ცენტრის მენეჯერი სატელეფონო ზარის საშუალებით დაეხმარება. ამისათვის ონლაინ აპლიკაციაში მხოლოდ სახელის, გვარისა და მობილური ტელეფონის ნომრის დაფიქსირება კმარა", - აცხადებენ ბანკში.

"თიბისი ბანკმა" პირველი იპოთეკური ცენტრი 2014 წელს გახსნა. დღეს უკვე თბილისში ორი იპოთეკური ცენტრი ფუნქციონირებს (ჭავჭავაძის 11 და იუსტიციის სახლში მდებარე თიბისი ბანკის ფილიალი). ორივე ცენტრში, თბილისში, წყნეთში, ბათუმში, გუდაურში, ბაკურიანსა და მარნეულში მდებარე სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის მშენებარე პროექტი ექსკლუზიურადაა წარმოდგენილი.