გამოკითხულთა 38% ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული საკითხი გზებია

NDI-ის გამოკითხულთა 38% ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული საკითხი არის გზები. NDI-ის გამოკითხვის თანახმად, შეკითხვაზე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული საკითხი თქვენი ქალაქისთვის/სოფლისთვის, გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ გზები, 32% - წყალმომარაგება, 23% - გაზმომარაგება, 20% - გარემოს დაბინძურება, 15% - კანალიზაცია, 14% - ნაგვის შეგროვება, 14% - სუფთა ქუჩები, 14% - პარკები და გამწვანება, 12% საგზაო მოძრაობა, 9% - საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 9% - ქუჩის განათება, 9% უსახლკარო ცხოველები, 9% - სპორტი, დასასვენებელი დაწესებულებები, 8% - სათამაშო მოედნები, 7% - პარკირება, 7% საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა, 6% - კულტურული დაწესებულებების არსებობა, 5% - სკოლების კეთილმოწყობა, 4% ელექტროენერგიის მომარაგება, 3% - პირობები საბავშვო ბაღში და 2% - სხვა. თუმცა, თბილისის შემთხვევაში, პირველ პრობლემად გარემოს დაბინძურება დასახელდა.

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, რა არის კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თბილისის აწუხებს, გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ ეს არის გარემოს დაბინძურება. გამოკითხულთა 31% ფიქრობს, რომ ეს არის გზები, 27% - საგზაო მოძრაობა, 23% - პარკირება, 20% - სუფთა ქუჩები, 20% - პარკირება და გამწვანება, 18% - საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 17% - უსახლკარო ცხოველები, 12% - საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა, 10%-კანალიზაცია, 9% - ნაგვის შეგროვება, 8% - სკოლების კეთილმოწყობა, 8% - სპორტული და დასასვენებელი დაწესებულებები, 7% - წყლით მომარაგება, 6% - კულტურული დაწესებულებების არსებობა, 4% - ელექტროენერგიით მომარაგება, 4% - პირობები საბავშვო ბაღში, 3% - ქუჩის განათება, 3% - გაზმომარაგება, 2% - დანარჩენი სხვა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.  NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRCC-საქართველო ატარებს.