გარემოს დაცვის მინისტრის ინფორმაციით, "ნენსკრა ჰესის" მშენებლობის პრობლემა არ იქნება, თუ 29 პირობა შესრულდება

"ნენსკრა ჰესის" მშენებლობის პრობლემა არ იქნება, თუ 29 პირობა შესრულდება, - ამის შესახებ დღეს საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" ჟურნალისტებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განუცხადა.

მინისტრმა ჟურალისტებთან კომენტარი გააკეთა "ნენსკრა ჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სამინისტროს დადებითი დასკვნა პირობითია. მისივე განცხადებით, მასში მითითებულია 29 პირობა. მინისტრი აცხადებს, რომ დასკვნის მომზადებაში ჩართული იყო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ექსპერტები. "ნენსკრა ჰესის მშენებლობის პრობლემა არ იქნება თუ ეს 29 პირობა შესრულდება, ხოლო თუ მშენებელი რომელიმე ჩვენს შენიშვნას არ გაიზიარებს, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ მათთან დისკუსია გვქონდეს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როგორც ინფორმაცია გვაქვს, იმ კომუნიკაციიდან, რომელიც უცხოელ პარტნორებთან, ასევე ქართველ პარტნიორებთან გვქონდა, (საპატრნიორო ფონდი ასევე არის მონაწილე ამ პროექტის) ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ პირობებს შეასრულებენ", - აღნიშნა მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.