გამოკითხულთა უმრავლესობა თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს

გამოკითხულთა უმრავლესობა თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. NDI-ის კვლევების თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 34% აცხადებს, რომ დასაქმებულია (იგულისხმება ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებულია, მთავარია საქმიანობას მოჰქონდეს შემოსავალი).  გამოკითხულთა 66% კი თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. კითხვაზე – რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას? – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: დასაქმებული – 34%, უმუშევარი და ეძებს სამსახურს – 27%, უმუშევარი და არ ეძებს სამსახურს – 5%, არააქტიური სამუშაო ძალა – 33%.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.