"საქართველოდან ჩინეთში 1 650 000 ბოთლი ღვინის და 3 000 000 ბოთლი მინერალური წყლის ექსპორტი განხორციელდება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოდან ჩინეთში 1 650 000 ბოთლი ღვინის და 3 000 000 ბოთლი მინერალური წყლის ექსპორტი განხორციელდება. როგორც ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის ფარგლებში გამოფენის გახსნაზე განაცხადა, შესაბამისი ხელშეკრულებები მხარეებს შორის დღეს გაფორმდა.

"სწორედ დღეს, ხელი მოეწერა საქართველოდან ქართული ღვინის ჩინეთში ექსპორტის თაობაზე ხელშეკრულებას. ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთ-ერთმა კომპანიამ, "ხარებამ" დღეს უკვე გააფორმა ხელშეკრულება 1 650 000 ბოთლი ღვინის ექსპორტზე ჩინეთში. ასევე 3 მილიონი ბოთლი მინერალური წყალი გავა ექსპორტზე ჩინეთში. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ჩვენ შორის ურთიერთობები არის სულ უფრო მზარდი. მე დარწმუნებული ვარ ჩვენ საერთო მომავალში", - განაცხადა პრემიერმა.