ქუთაისში "ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" გაიხსნება

დღეს ქუთაისში "ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" გაიხსნება. კომპანიის ინფორმაციით,  "ჰუალინგ თიზს" საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ჩინეთის ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი შოხტარ ზაკირი და "ჰუალინგ ჯგუფის" წარმომადგენელი გახნის. გახსნის ცერემონია 18:00 საათზეა დაგეგმილი.

როგორც ცნობილია, შოხტარ ზაკირი, რომელიც ჩინეთს ოფიციალურ დელეგაციას ხელმძღვანელობს, "თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობს. ფორუმი გუშინ გაიხსნა და დღეს დაიხურება.