თბილისის ზღვის ახალ ქალაქში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi" გაიხსნა

თბილისის ზღვის ახალ ქალაქში ფრანგული სასტუმროთა ქსელის - "ჰოთელს & პრეფერენსის" პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi" გაიხსნა, რომლის ოფიციალურად წარდგენის უფლება ჩინურ კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" ეკუთვნის.

სასტუმრო საზეიმოდ გახსნეს "ჰუალინგ ჯგუფის" პრეზიდენტმა, სინჯიანის პროვინციის გუბერნატორმა, hoTels & preferens-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ. ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა და საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩამოსული სინჯიანის პროვინციის გუბერნატორი, შუქრათ ზაქირი და სასტუმროთა ქსელის hoTels & preferens-ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი სირილ ვოსაღი სიტყვით გამოვიდნენ. ბიზნეს კატეგორიის სასტუმროს გახსნა თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში განხორციელდა.

bpn

"ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" საქართველოში პირველი სასტუმროა ყველაზე მასშტაბური საკონფერენციო სივრცით. სასტუმრო თავის კლიენტებს სთავაზობს სასტუმროს ბრენდის ქვეშ არსებულ რესტორანს Be CHIC, აზიური, ევროპული და ქართული სამზარეულოთი და ჩინურ რესტორანს ENSEMBLE ჩინეთის სხვადასხვა რეგიონის ეგზოტიკური კერძებით. "ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" სტუმრებს დასვენების მრავალფეროვან საშუალებებს სთავაზობს. სასტუმროს ბრენდის ქვეშ არსებული ბიზნეს კატეგორიის რეკრეაციული ცენტრი Be PURE 3500 კვ.მ.-ს უტოლდება. სასტუმროს სტუმრებს გვიანი შემოდგომიდან შეეძლებათ, ისიამოვნონ 25 მეტრიანი დახურული საცურაო აუზით, საუნით, სპა-ჯაკუზით, და თბილისში პირველად 3D გოლფ სიმულატორით!

hoTels & preferens 2000 წელს საფრანგეთში დაარსდა. დღეს უკვე ბრენდად აღიარებული სასტუმრო მსოფლიოში 150 სასტუმროთი არის წარმოდგენილი და პრემიუმ სასტუმროთა ქსელის ტოპ ხუთეულშია.  საქართველოში hoTels & preferens-ის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და მისი საინვესტიციო ღირებულება 73 მილიონ დოლარს შეადგენს. 10-სართულიანი თანამედროვე დიზაინის შთამბეჭდავი შენობა თბილისის ზღვასთან, განსაკუთრებულად ეკოლოგიურ გარემოში მდებარებს.

(R)