არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვები პუნქტის "სარფი" კონტროლის ზონაში 114033,98 გრამი არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 128858,17 ლარის ღირებულების საქონელი რუსეთის მოქალაქეს გ.ი-ს კუთვნილ ავტომანქანაში ჰქონდა მოთავსებული.  მათივე ინფორმაციით, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.