ირაკლი ღარიბაშვილი Jindal Steel and Power-ის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Jindal Steel and Power-ის დირექტორს მანიშ ხარბანდას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს.

ენერგიის და ფოლადის მწარმოებელი ინდური კომპანია Jindal Steel and Power საქმიანობს აფრიკაში, ავსტრალიაში, ინდონეზიასა და ახლო აღმოსავლეთში. 2014 წლის მდგომარეობით, კომპანიის შემოსავალმა მიაღწია 3.2 მილიარდ დოლარს, დასაქმებული ჰყავს 15 ათასამდე ადამიანი.