2017 წელს საქართველო ევროპისა და აზიის სამთო კურორტების კონფერენციას უმასპინძლებს

2017 წელს საქართველო ევროპისა და აზიის სამთო კურორტების კონფერენციას უმასპინძლებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება სამხრეთ კორეაში მიმდინარე შეხვედრისას დაადასტურა. ევროპისა და აზიის სამთო კურორტების რიგით მე-2 კონფერენციას სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ქალაქ ულსანში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელები დაესწრნენ. კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 500-მდე დელეგატი მონაწილეობდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენციის პარალელურად ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს თალებ რიფაის შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში გიორგი ჩოგოვაძემ სამხრეთ კორეის ტურიზმის მინისტრთან გამართა მოლაპარაკება. შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.