ისრაელში მდებარე რესტორანი ფასდაკლებას სთავაზობს არაბებსა და ებრაელებს, რომლებიც ერთად ისადილებენ

ისრაელში მდებარე რესტორანი „ჰუმუს ბარი“ 50%-იანი ფასდაკლებით მოემსახურება ებრაელ და არაბ კლიენტებს, რომლებიც ერთად ისადილებენ.

რესტორნის მეპატრონის განცხადებით, არაბებისა და ებრაელების ერთ მაგიდასთან სადილობით, „ჰუმუს ბარი“ შეეცდება ხელი შეუწყოს მშვიდობის გამყარებას, რადგან ბოლო პერიოდში ისრაელში სულ უფრო მატულობს რასისტული დაძაბულობა.

„ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და ყველას, განურჩევლად იმისა, არაბია, ებრაელი, ქრისტიანი, ინდოელი თუ სხვა, ვთავაზობთ უგემრიელეს არაბულ ჰუმუსსა და ებრაულ ფალაფელს“, - ნათქვამია რესტორნის რეკლამაში.

Times of Israel-ის ინფორმაციით, რეკლამის გასვლიდან მეორე დღესვე რესტორანი უკვე მოემსახურა ათობით მაგიდას, სადაც ერთად არაბებმა და ებრაელებმა ისადილეს.