Amazon-ზე გასაყიდად გამოტანილ მაისურებზე საქართველოს რუკას ოკუპირებული ტერიტორიები ჩამოჭრილი აქვს

Amazon-ზე გასაყიდად გამოტანილ მაისურებს, რომელზეც საქართველოს დროშა და რუკაა დატანილი, ოკუპირებული ტერიტორიები ჩამოჭრილი აქვს.

არსებული ინფორმაციით, მაისურებს ჩინური კომპანია „კაიქსუნი“ აწარმოებს, რომელიც „ამაზონზე“ სხვა პროდუქციასაც ჰყიდის. საქართველოს დროშიან მაისურებს ჩინური კომპანია ამაზონზე 22,98 დოლარად ყიდის. ჯერჯერობით უცნობია, სად არის დამზადებული მაისური.