ენერგეტიკის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, სად გაიმართება "გაზპრომთან" მორიგი შეხვედრა

"გაზპრომის" წარმომადგენლებთან დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

"შეხვედრაზე მხარეები გეგმავენ განიხილონ არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები. აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც უწყების ვებგვერდზეა გავრცელებული.

ენერგეტიკის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, სად გაიმართება "გაზპრომთან" მორიგი შეხვედრა.