სალარო აპარატების ბაზარზე ახალი კომპანია შემოვიდა

საქართველოში DATECS - ის ფირმის სალარო აპარატები გაიყიდება. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 10 სექტემბრის N34112 ბრძანების შესაბამისად, საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანილ იქნა SAM მოდულის აქტივაციისათვის საჭირო მონაცემების მქონე DATECS DP-25 მოდელის საკონტროლო-სალარო აპარატი. განხორციელებული საკანონდებლო ცვლილებების გათვალისწინებით შექმნილი საკონტროლო-სალარო აპარატი DATECS DP-25 მუშაობს SAM მოდულის აქტივაციით, რომელიც არის ISO/IEC 7810-ის სტანდარტის შესაბამისად შექმნილი. გააჩნია სრული ქართული მენიუ, გაზრდილი ფისკალური მეხსიერება, გაძლიერებული ელემენტი და მეგობრული ინტერფეისი, რაც ხელს უწყობს აპარატთან კომფორტულ მუშაობას.

საკონტროლო-სალარო აპარატი DATECS DP-25-ის მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში შპს „კასა ჯი“, იგი იღებს ვალდებულებას, გაუწიოს DATECS-ის საკონტროლო-სალარო აპარატის მომხმარებელს საგარანტიო, ტექნიკური, სარეგისტრაციო მომსახურება და შემოსავლების სამსახურთან GPRS კავშირის უზრუნველყოფა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ვებ გვერდზე www.kasa.ge