არსენი იაცენიუკი: კიევი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის კრედიტის დაფარვა შეწყვიტოს

თუ მოსკოვი უკრაინის ვალის რესტრუქტურიზაციაზე უარს იტყვის, კიევი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მიერ გაცემული კრედიტის დაფარვას შეწყვეტს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა გერმანულ გამოცემა Handelsblatt-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი მოსკოვმა უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს "ქრთამის" სახით გადასცა. საპასუხოდ, იანუკოვიჩმა ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკაზე უარი თქვა.

იაცენიუკის თქმით, კიევი ვალის გადახდას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მოსკოვთან შეთანხმებას 29 ოქტომბრამდე ვერ მიაღწევს.