თბილისის გარშემო გამხმარი ხეების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა

თბილისის გარშემო გამხმარი ხეების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

მერის თქმით, უახლოეს დღეებში გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები დაიწყება, რომელთა ადგილზეც თბილისის მერია და სხვადასხვა უწყებები, რომლებიც ამ პროცესში იქნებიან ჩართული, ახალ ნერგებს ამ შემოდგომასა და მომდევნო წლის გაზაფხულზე დარგავენ.  "იქ, სადაც არის ამის ადგილი და შესაძლებლობა, მოხდება ახალი ხეების დარგვა ამ შემოდგომასა და მომდევნო წლის გაზაფხულზე. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები, მაქსიმალურად დროულად იქნეს წარმოებული, რათა ახალი ნერგებით ჩანაცვლების სამუშაოები პარალელურ რეჟიმში დროულად წარიმართოს", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.