SICPA - ნდობაზე აგებული თანამშრომლობა

მედიის საშუალებით ყოველდღე ვიგებთ დანაშაულების შესახებ, რომლისგანაც ადამიანს უშუალოდ, ფიზიკურად დაცვა სჭირდება - იქნება ეს ტერორისტული აქტები, მკვლელობა თუ ქურდობა.

ეს, ასე ვთქვათ, ხმაურიანი დანაშაულებია, რომლისგან ადამიანის დაცვა სახელმწიფოს აკისრია. მაგრამ არსებობს დანაშაულის სხვა ტიპიც, რომელიც ნაკლებად იქცევს საყოველთაო ყურადღებას, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც რიგითი მომხმარებლების ინტერესებს, ისე იმ კომპანიებსა თუ სტრუქტურებს, რომლებიც მომხმარებელს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტს აწვდიან. ასეთი დანაშაულების რიცხვს განეკუთვნება გაყალბება. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ იმ პროდუქტის გაყალბებისგან დასაცავად, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, წლების განმავლობაში იქმნებოდა სპეციალური მექანიზმები. სწორედ ამ მექანიზმების შექმნის პიონერია იდენტიფიკაციის სერვისების მსოფლიოში წამყვანი პროვაიდერი - შვეიცარული კომპანია SICPA.

ლარი, დოლარი, ევრო, იუანი - ეს იმ ვალუტების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც „სიქპა“ გაყალბებისგან იცავს. შვეიცარული კომპანია ასევე ზრუნავს საქვეყნოდ ცნობილი ძვირად ღირებული ბრენდების უსაფრთხოებაზეც. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ წლების განმავლობაში კომპანიის ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ინოვაციურმა მეთოდებმა „სიქპა“ მსოფლიოს ასობით ქვეყნის სანდო პარტნიორად აქცია.

კომპანიის ისტორიას საფუძველი შორეულ 1927 წელს, მორის ამონმა ჩაუყარა. „სიქპას“ მაშინდელი საქმიანობა დღევანდელისგან რადიკალურად განსხვავდებოდა - თავდაპირველად კომპანია სოფლის მეურნეობისა და კვების ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს საჭირო, სპეციალურ ცხიმს აწვდიდა.

მოგვიანებით, „სიქპამ“ საქმიანობის სფერო შეიცვალა და ფულის ბანკნოტების დამცავი უსაფრთხოების საღებავების წარმოება დაიწყო. მისი პირველი „კლიენტი“ 40-იან წლებში ესპანური პესეტას ბანკნოტი იყო, რომელსაც შვეიცარული კომპანია უსაფრთხოების საღებავებით უზრუნველყოფდა.

დღეს SICPA მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზეა წარმოდგენილი. მისი ტექნოლოგიებითა და მომსახურებით 200 ქვეყანა სარგებლობს, მსოფლიოს მასშტაბით კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა 3 ათასს აღწევს, კომპანიის ლაბორატორიებში კი ყოველდღიურად 120 ინჟინერი და ქიმიკოსი მუშაობს ლაბორატორიულ კვლევებსა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.

კომპანიის დამფუძნებლის - მორის ამონის ბიზნესიდან წასვლის შემდეგ „სიქპას“ სათავეში მისი შვილი ალბერტ ამონი ჩაუდგა. „უპირატესობა ტექნოლოგიებში და ნოუჰაუ ერთადერთი გზაა მომგებიანი პარტნიორიობისთვის“ - ეს სიტყვები სწორედ ალბერტ ამონს ეკუთვნის, რომელიც ამჟამად „სიქპას“ საპატიო პრეზიდენტია.

ამ უკანასკნელის თაოსნობით „სიქპამ“ მსოფლიოს მასშტაბით სტაბილური და სანდო კომპანიის რეპუტაცია მოიპოვა. კომპანიის სტაბილურობას ისიც განაპირობებს, რომ ამ დრომდე მას მხოლოდ ამონების ოჯახის წევრები განკარგავენ და ხელმძღვანელი პოსტები თაობიდან თაობას გადაეცემა - „სიქპას“ სათავეში ამჟამად ამონების ოჯახის მესამე თაობა დგას.

ფულადი ნიშნების დაცვა დღემდე რჩება კომპანიის მთავარ ბიზნესად. „სიქპა“ ისეთ ვალუტებს იცავს გაყალბებისგან, როგორიცაა დოლარი, ევრო, იუანი და რუპია. ეს კომპანია იცავს ასევე ქართული ლარის უსაფრთხოებასაც.

გასული საუკუნის ბოლოდან შვეიცარულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა საქმიანობის გაფართოება და ცნობილი ბრენდებისა და სხვადასხვა საქონლის დაცვა დაეწყო, რასაც 2005 წლიდან პროდუქციის მარკირება მოჰყვა. ამ ეტაპზე „სიქპა“ 17 ქვეყანაში 80 მილიარდამდე პროდუქციის მარკირებას აკეთებს.

კომპანია თამბაქოს ნაწარმისა და ყველანაირი სითხის, როგორც ალკოჰოლური, ასევე არაალკოჰოლური სასმელის უსაფრთხოებას მის მიერვე შემუშავებული Track&Trace-ის ტექნოლოგიით ახორციელებს. სისტემა აქციზური მარკის იდენტურობას რამდენიმე წამში ადგენს და ამისთვის საკუთარი წარმოების უხილავ საღებავს და აქციზური მარკის იდენტურობის დასადგენ მოწყობილობას იყენებს. გარდა ამისა, Track&Trace-ის სისტემის მეშვეობით კონკრეტული ქვეყნის შემოსავლების სამსახური ინფორმაციას მომენტალურად იღებს. „სიქპას“ მიერ დანერგილი ტექნოლოგია საშუალებას აძლევს შემოსავლების სამსახურს, რომ თითქმის ონლაინ რეჟიმში მარკირების ხაზებით მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის წარმომავლობის შესახებ.

საქართველოში SICPA აქციზურ მარკებს 2012 წლიდან მოყოლებული ბეჭდავს. ამ მხრივ მისი ყველაზე დიდი კონტრაქტორი მსოფლიოში ბრაზილია, თურქეთი და ამერიკაა, სადაც თამბაქოს ნაწარმზე აქციზურ მარკებს მხოლოდ შეიცარული კომპანია ბეჭდავს. „სიქპა“ იცავს ასევე რამდენიმე ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების გაყალბებისგან.

გაერო-ს მონაცემებით, უკანონო ვაჭრობა წლიურად 650 ათას დოლარს აღწევს და ეს ციფრი თითქმის უკვე გაუტოლდა ნარკოტიკებით ვაჭრობას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანამ იზრუნოს პროდუქციის გაყალბებისგან დაცვაზე. გაყალბებისგან დაცვას კი შვეიცარული კომპანია „სიქპა“ უკვე ათწლეულებია უზრუნველყოფს და დიდი წარმატებითაც - ამას მოწმობს კომპანიის პარტნიორი ბრენდების სიმრავლე და მათი რეპუტაცია.

„გვინდა, გვიცნობდნენ როგორც კომპანიას, რომელიც ტექნოლოგიურ სიახლეებს სთავაზობს მომხმარებელს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სწორი პროდუქტის წარმოებას სწორ ფასად და სწორ დროს“, - ამბობენ "სიქპაში"

„ნდობა ხელმისაწვდომია“ - ეს გახლავთ „სიქპას“ დევიზი და მართლაც, კომპანიებს და ბრენდებს, რომლებიც „სიქპას“ სერვისებით სარგებლობენ, ყველანაირი საფუძველი აქვთ იმისთვის, რომ მომხმარებლის ნდობა უპირობოდ შეინარჩუნონ.

(R)