ტექნოლოგიური განვითარების ფონდს Ecofys-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ

სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ოფისში, ბრიტანული კომპანია Ecofys-ის წარმომადგენლებთან ანა გარდინერსა და მიშელ ბოსკთან სამუშაო შეხვედრა შედგა.

ფონდის ინფორმაციით, ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლებს ფონდის სტრატეგიისა და მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების სამსახურის უფროსმა ტარიელ ჭულუხაძემ ჩაუტარა. სტუმართა მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტებზე "თბილისის მწვანე ქუჩა" და "ენერგოეფექტური მუნიციპალური შენობა". ცნობისთვის, ორივე მათგანი პროექტირების სტადიაშია და სრულად განხორციელება 2016 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება.

აღნიშნულ შეხვედრას ორგანიზება გაუკეთეს ფონდის მრჩეველმა ნანა გობრონიძემ და ჰოლანდიური კომპანია PUM-ის უფროსმა ექსპერტმა ჰანს პიტერ სფროქქრეეფმა. ეს უკანასკნელი ფონდში ნიდერლანდური მთავრობის მიერაა მოვლენილი და მას პოტენციური დონორების მოძიების გარდა, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების განმტკიცებაში ეხმარება.