"ვოლვოს" ახალი ტექნოლოგია ავსტრალიაში მძღოლებს კენგურუსთან შეჯახებისგან დაიცავს

შვედურმა ავტოკონცერნმა Volvo ახალი ტექნოლოგიის გატესტვა დაიწყო, რომელიც ავსტრალიელ მძღოლებს საშუალებას მისცემს, გზებზე კენგურუსთან შეჯახებისგან თავი დაიცვან.

ავარიის პრევენციისკენ მიმართული მექანიზმის შესაქმნელად "ვოლვოს" სპეციალისტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში კანბერასთან მდებარე ნაკრძალში კენგურუს ქცევებს აკვირდებოდნენ.

კენგურუსთან შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, "ვოლვოს" ავტომობილზე დაგეგმილია ვიდეოკამერისგან და რადარისგან შემდგარი სისტემის დამონტაჟება, რომელიც ცხოველების გადაადგილებას დააფიქსირებს. თუ სისტემა გადაწყვეტს, რომ არსებობს მანქანისა და კენგურუს შეჯახების საფრთხე - ავტომობილი ავტომატურად გაჩერდება.

კენგურუს გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე საათში 60 კილომეტრს აღწევს.