რუსეთი 1-ელი იანვრიდან უკრაინას ეკონომიკურ სანქციებს უწესებს

2016 წლის 1-ელი იანვრიდან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს აამოქმედებს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა. "1-ელი იანვრიდან უკრაინასთან მიმართებაში აიწევს საბაჟო-სატარიფო განაკვეთი, რაც დაკავშირებულია უკრაინის გადაწყვეტილებასთან, აამოქმედოს ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმება. გარდა ამისა, უკრაინაზე, როგორც ანტირუსულ სანქციებზე მიერთებულ ქვეყანაზე, გავრცელდება რუსეთის საპასუხო ეკონომიკური ზომები", - წერს მედვედევი.