ყატარის ავიახაზები გთავაზობთ წარმოუდგენელ ფასებს მსოფლიოს 150 მიმართულებაზე

გაემგზავრეთ 2016 წლის დასაწყისში და მიიღეთ 35%-იანი ფასდაკლება ბიზნესისა და ეკონომ კლასის ავიაბილეთებზე. ყატარის ავიახაზებმა დაიწყო გლობალური ფასდაკლების აქცია - „ნუ იოცნებებ, დაგეგმე“, რითაც მომხმარებელს სთავაზობს განსაკუთრებულ დანაზოგს ადრეულად დაჯავშნილ ბილეთებზე. ამ საინტერესო შეთავაზებით მგზავრს აქვს საშუალება, ისარგებლოს მიმზიდველი ფასით და წინასწარ დაგეგმოს მოგზაურობა.

ყატარის ავაიხაზების სწრაფად მზარდი გლობალური ქსელისა და არაჩვეულებრივი ფასების დახმარებით, მგზავრებს აქვთ მრავალფეროვანი არჩევანი, ეწვიონ მსოფლიოს 150-ზე მეტ ძირითად მიმართულებას. ყატარის ავიახაზები მომხმარებელს სთავაზაობს 35%-მდე ფასდაკლებას ბიზნესისა და ეკონომ კლასის ყველა ტარიფის ავიაბილეთებზე ევროპის, შუა აზიის, ინდოეთის საბ-კონტინენტის, მცირე აზიის, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტების მიმართულებით. ამ ფასდაკლებით გაყიდვები იწარმოებს მხოლოდ 5 დღის განმავლობაში 2015 წლის 2 ნოემბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო მგზავრობა შესაძლებელია 2016 წლის 15 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით. ავიაბილეთების დაჯავშნა შეგიძლიათ ყატარის ავიახაზების ნებისმიერ წარმომადგენლობითი ოფისის, პარტნიორი ტურისტული სააგენტოს ან ვებ გვერდის qatarairways.com/globalsale მეშვეობით.

ყატარის ავაიხაზები ცდილობს შთააგონოს მგზავრებს, გასცდნენ ორდინალურს. მსოფლიოში აღიარებული მომსახურებით, ფრენისას ბორტზე არსებული თანამედროვე გასართობი სისტემით და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობით ყატარის ავაიხაზები სთავაზობს მგზავრებს, ფრენის გამოცდილების ახალ სიმაღლეებს.

ყატარის ავიახაზებმა განიცადა სწრაფი ზრდა ბოლო 18 წლის განმავლობაში და დღეს ფლობს 166 თანამედროვე თვითმფრინავისგან შემდგარ ყველაზე ახალგაზრდა საჰაერო ხომალდების პარკს და ემსახურება მსოფლიოს 152 ქალაქს ევროპის, შუა აზიის, აფრიკის, მცირე აზიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიებზე. მხოლოდ წელს დავიმატეთ ახალი მიმართულებები - ამსტერდამი (ჰოლანდია), ზანზიბარი (ტანზანია), სიალკოტი, ფაისალაბადი, მულტანი და აბჰა (საუდის არაბეთი). წლის ბოლომდე კიდევ დაგვემატება დურბანი (სამხრეთ აფრიკა) და ნაგპური (ინდოეთი). 2016 წელს კი ყატარის ავიახაზები გეგმავს რეისების შესრულებას ამერიკის შეერთებული შტატების სამი (ლოს ანჟელესი, ბოსტონი და ატლანტა), ავსტრალიის ორი (სიდნეი და ადელაიდე), ბრიტანეთის ერთი (ბირმინგჰემი) და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთი (რას ელ ხაიმი) ახალი მიმართულებით.

* გამონაკლისები, წესები და პირობები ვრცელდება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ დაჯავშნისას.

(R)