არჩევნების შედეგად, თურქული ლირა დოლართან მიმართებაში მკვეთრად გამყარდა

თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია AKP-ის გამარჯვების შემდეგ, თურქული ლირა დოლართან მიმართებაში მკვეთრად გამყარდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის ფასი 4,4%-ით გაიზარდა და 2,78 დოლარი შეადგინა, რაც შვიდწლინია მაქსიმუმია.

არჩევნების შედეგების ფონზე 5,4%-ით გაიზარდა Borsa Istanbul 100-ის საფონდო ინდექსი.

თურქეთში, 1-ელ ნოემბერს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კონსერვატიულმა "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიამ გაიმარჯვა. ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის გუნდს არჩევნებში მონაწილეთა 49,4%-მა მისცა ხმა, რაც საშუალებას მისცემს პარტიას, ახალი მთავრობა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს.